უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 17/07/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით (საქმე #177-167-2011)

აღნიშნული სამოქალაქო საქმე ეხებოდა სარჩელს, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას იმ საფუძვლით, მან კანონით დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ მიიღო სამკვიდრო.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის გარკვევა, თუ რომელი ვადის გაშვების საპატიოობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სამკვიდრო მიღებულად ითვლება სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის ან ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ხოლო ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმის დასადგენად, საპატიო მიზეზით გადააცილა თუ არა მხარემ კანონით დადგენილ ვადას, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში სანოტარო ორგანოსთვის მიმართვის ან ქონების დაუფლების შეუძლებლობის ფაქტი, არამედ იმ ვადის საპატიოობაც, რომლითაც მან გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას.


იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi