უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის...

iusticiis skola

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალ მსმენელებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 28/06/2012

2012 წლის 28 ივნისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხულ ცხრა ახალ კანდიდატს შეხვდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ცხრა ახალი მსმენელი სწავლას იუსტიციის უმაღლეს სკოლაში განაგრძობს და 10 თვიანი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი მოსამართლეებად დაინიშნებიან.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსება და ფუნქციონირება სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების გზით მსმენელები მოსამართლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს იძენენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ახალი მსმენელებისთვის სწავლების მეთოდების შესახებ ზოგადი ლექცია წაიკითხა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi