სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის...

logo

სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია: 27/06/2012

2012 წლის 27 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ არის დაფინანსებული და იგი გამოყენებითი კვლევების კომპანიამ (ARC) ჩაატარა.

პრეზენტაციას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ტანია ვან დეიკი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე დაესწრნენ.

კვლევა ჩატარდა 2012 წლის მაისში, კვლევის არეალს წარმოადგენდა 6 ქალაქი (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი).

კვლევის ამოცანა გახლდათ სასამართლო მომხმარებელთა კმაყოფილების საერთო დონის განსაზღვრა სასამართლოს მიერ მათთვის გაწეული მომსახურების მიმართ, ასევე მომხმარებელთა ნდობის ხარისხის განსაზღვრა სასამართლო სისტემის მიმართ. 

სულ გამოიკითხა 2011 რესპონდენტი, რომელთა ძირითად ნაწილს შეადგენდა: მოსარჩელე, მოპასუხე და მხარის ოჯახის წევრი, ასევე საჯარო ინფორმაციის ან დოკუმენტის მაძიებელი პირი. 

კვლევა ჩატარდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) რეკომენდაციების გათვალისწინებით. ძირითადი კითხვები შეფასებითი ხასიათის იყო, რომლის მეშვეობითაც რესპონდენტი 5 ქულიან სკალაზე აფასებდა სასამართლოს ფუნქციონირების ამა თუ იმ ასპექტს. 

კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს მომსახურე პერსონალი მაღალი ქულებით შეფასდა. 5 ქულიანი შეფასების მიხედვით, საშუალო 4,6 ქულით პერსონალის თავაზიანობა, კეთილგანწყობა, გასაგები ტერმინოლოგიით საუბარი, კომპეტენტურობა, მომსახურების დროულობა და ოპერატიულობა შეფასდა.

მოსამართლეების მიუკერძოებლობა 4,2 ქულით, კომპეტენცია კი 4,3 ქულით შეფასდა. სასამართლოს მომხმარებლებმა 4,6 ქულა მიანიჭეს მოსამართლეების დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ, მათი შეფასებით მოსამართლეები პატივისცემით და თავაზიანად ეპყრობიან მოქალაქეებს. 

რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა, 85 პროცენტი ენდობა სასამართლოს.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi