საქართველოს სასამართლოების წარმომადგენლები...

logo

საქართველოს სასამართლოების წარმომადგენლები JUSPAL-ის კონფერენციებზე

გამოქვეყნებულია: 21/06/2012

საქართველოს სასამართლოების წარმომადგენლებმა 2012 წლის 7-8 და 11-12 ივნისს მონაწილეობა მიიღეს ჰააგაში გამართულ JUSPAL-ის კონფერენციებზე.

JUSPAL-ი წარმოადგენს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცილების გაზიარებას, სტანდარტების დადგენასა და მათი შესრულების შეფასების მექანიზმების შემუშავებას.

7-8 ივნისის კონფერენცია ეძღვნებოდა შემდეგ თემას:
„სასამართლო ხელისუფლების დაფინანსება“.

11-12 ივნისის კონფერენცია ეძღვნებოდა შემდეგ თემებს:
- „სასამართლო ხელისუფლების სექტორის საქმიანობის მენეჯმენტი და შეფასება: საუკეთესო პრაქტიკა და გამოწვევები“;
- „სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის გაძლიერება“.

საქართველოს სასამართლოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ ორივე კონფერენციაში, წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართულ გამოცდილებასთან დაკავშირებით და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში. კონფერენციებზე მოპოვებული ინფორმაცია და დამყარებული კონტაქტები სასარგებლო იქნება სასამართლო ხელისუფლების შემდეგი განვითარებისათვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi