სტრასბურგის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება...

st

სტრასბურგის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 20/11/2020

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2020 წლის 19 ნოემბერს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეჯამება საქმეზე: შავაძე საქართველოს წინააღმდეგ.

აღნიშნული საქმე ეხებოდა მომჩივნის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, გარდაცვალებას. მოცემულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის როგორც არსებითი, აგრეთვე პროცედურული ნაწილის დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი და სარწმუნო ახსნა-განმარტება იმისა, რომ მომჩივნის მეუღლის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს არ ეკისრებოდა. სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მომჩივნის ქმრის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტიანი იყო, თავდაპირველი გამოძიების დროს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობის, საქმიდან მომჩივნის ჩამოშორებისა და გამოძიებაში აუხსნელი გაჭიანურებების პერიოდების გამო.

იხილეთ გადაწყვეტილება

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi