სტრასბურგის სასამართლოს 3 ახალი...

st

სტრასბურგის სასამართლოს 3 ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 11/11/2020

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ბოლო 3 გადაწყვეტილების სამართლებრივი შეჯამება საქმეებზე: ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ, კარაპეტიანი საქართველოს წინააღმდეგ და აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ.

საქმეში ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ასაჩივრებდა პოლიციის მიერ მისი დაკავებისა და ჩხრეკის ფორმას, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოების მარცხს, გამოეძიებინათ ზემოხსენებული ჩხრეკის გარემოებები. მომჩივანი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სამართალწარმოება არასამართლიანი იყო. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილისა და მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა, მიიჩნია რა, რომ არასათანადო მოპყრობის თაობაზე მომჩივნის ბრალდებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩხრეკის ფორმასთან დაკავშირებული სასამართლო განხილვის არაადეკვატურობა მომჩივნის სამართალწარმოებას არასამართლიანად აქცევდა.

საქმეზე კარაპეტიანი საქართველოს წინააღმდეგ მომჩივანი დავობდა, რომ დაერღვა საკუთრების უფლება იმ თანხის კონფისკაციის გამო, რომელიც მას საქართველოს გავლით საბაჟო ორგანოებში დეკლარირების გარეშე გადაჰქონდა. სტრასბურგის სასამართლომ 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა არ დაადგინა და მიიჩნია, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით ის ვერ დაადგენდა, რომ გამოყენებული კონფისკაციის ღონისძიება არაპროპორციული იყო ან მომჩივანს დაეკისრა გადაჭარბებული ინდივიდუალური ტვირთი.

საქმეზე აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა მე-3 მუხლთან (წამების აკრძალვა) ერთობლიობაში იმ საფუძვლით, რომ ლგბტ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკის დროს პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, რაც მოტივირებული იყო ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, ვინაიდან მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მომჩივანთა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება.

გადაწყვეტილებები იხილეთ შემდეგ ბმულზე:

ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ

კარაპეტიანი საქართველოს წინააღმდეგ

აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi