საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე...

7

საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენცია

გამოქვეყნებულია: 22/10/2020

2020 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა 2020 წლის 22 ოქტომბერს სხდომაზე დაამტკიცა:

- მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2020 წლის 30 ოქტომბერი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება  11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19;

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 (ორი) მოსამართლე წევრის, ასევე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 1 (ერთი) წევრის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევნების (ხელახალი არჩევნების) საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ნიმუშები;

- ასევე ადმინისტრაციულმა კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული „საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების“ პროექტი, რომელიც საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება დასამტკიცებლად;

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე (29 ოქტომბრის, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6.

საკონტაქტო პირი:

თორნიკე ქოჩქიანი -  kochkiani.tornike@gmail.com;  ტელ: 598 46 53 51.

იხილეთ საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი;

იხილეთ „საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების“ პროექტი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi