კონკურსი სასამართლოს საქმისწარმოების...

chaquchi

კონკურსი სასამართლოს საქმისწარმოების პროგრამისათვის

გამოქვეყნებულია: 14/06/2012

კონკურსი სასამართლოს საქმისწარმოების პროგრამისათვის სასამართლო დოკუმენტაციის მიწოდება/მიღების ელექტრონული სისტემის შექმნისა და მომსახურების ექსკლუზიური უფლების მოპოვების შესახებ.
საქსრთველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს სასამართლოს საქმისწარმოების პროგრამისათვის სასამართლო დოკუმენტაციის მიწოდება/მიღების ელექტრონული სისტემის შექმნისა და მომსახურების ექსკლუზიური უფლების მოპოვების შესახებ (საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების სრულად გასაცნობად იხ. თანდართული ფაილი) და იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
პრეტენდენტების მიერ მომზადებული საკონკურსო წინადადებების მიღება იწარმოებს 2012 წლის 18 ივნისის 11:00 საათიდან 2012 წლის 25 ივნისის 15:00 საათამდე. დაგვიანებით წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება არ განიხილება და დაუბრუნდება კონკურსანტს. საკონკურსო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები:
1. შესაბამისი საქმიანობის გასაწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია;
2. შესაბამისი საქმიანობის გასაწევად საჭირო პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია;
3. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
4. ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა წარმოადგინონ დედნის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლების სახით. წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული/შედგენილი უნდა იყოს წინამდებარე განცხადების გამოქვეყნების თარიღის შემდგომ პერიოდში.
კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე მოხდება კომისიის მიერ საკონკურსო წინადადებების განხილვა და მათი მოთხოვნასთნ შესაბამისობის დადგენა პრეტენდების ზეპირ ვაჭრობაზე დასაშვებად;
მეორე ეტაპზე ჩატარდება ზეპირი ვაჭრობა.
პრეტენდენტები, რომლებიც გაივლიან შერჩევას, დაშვებული იქნებიან ვაჭრობაზე. ვაჭრობის გამართვის დრო და ადგილი დამატებით ეცნობებათ პრეტენდენტებს.
კონკურსში მონაწილეების მიერ მომზადებული საკონკურსო წინადადება ძალაში უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებამდე.
საკონკურსო წინადადება, მომზადებული სათანადო ფორმით, დალუქულ კონვერტში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი. ძმ. ზუბალაშვილების ქ. 32 (შესასვლელი არსენას ქუჩიდან) იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. მე-2 სართული. ტელ: 292 11 89

თანდართული ფაილი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi