მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს...

1

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ბენჩ-ბარ ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 02/10/2020

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს  მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ბენჩ-ბარ ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა,  მოსამართლეებმა, პროკურორებმა, ადვოკატებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოსა და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ 2020 წლის  16 ივლისს ხელი მოაწერეს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების თაობაზე მემორანდუმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ე.წ. ბენჩ-ბარ ფორმატის ინსტიტუციონალიზაციას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi