დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის...

m

დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია: 23/09/2020

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სრულყოფილად აღრიცხვის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმით გათვალისწინებულია უწყებების ანგარიშვალდებულება ერთმანეთის მიმართ ინფორმაციის გაზიარების თაობაზე. მემორანდუმის მიზანია შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის მომზადება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi