საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხელი...

g

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხელი მოეწერა „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ დაარსების თაობაზე მემორანდუმს

გამოქვეყნებულია: 16/07/2020

მიმდინარე წლის 16 ივლისს, „იურიდიულ პროფესიათა საკონსულტაციო საბჭოს“ ბენჩ-ბარ ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით,საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ,  ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა, ადამ შმიდტმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ,  დავით ასათიანმა.

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ზემოაღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, მართლმსაჯულების სფეროში აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, ერთგვაროვანი და განჭვრეტადი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს და განამტკიცებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi