საქართველოს უზენაესი სასამართლოს...

f

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია: 08/07/2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ნინო ქადაგიძემ კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა საქართველოში ხუთწლიანი წარმატებული  მოღვაწეობისათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა დიპლომატის აქტიური მხარდაჭერა და ფასდაუდებელი წვლილი მართლმსაჯულების მე-4 ტალღის რეფორმის განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე  განიხილეს მართლმსაჯულების სფეროში ერთობლივი წარმატებული თანამშრომლობის როგორც შედეგები, ასევე, გამოწვევები.

დასასრულს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დიპლომატს  წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ კრისტიან ურსეს ახალი პოზიციიდან კვლავ ექნება, თანამშრომლობის და რეფორმების კუთხით, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi