უზენაესი სასამართლოს ახალი კრებულები

s

უზენაესი სასამართლოს ახალი კრებულები

გამოქვეყნებულია: 26/06/2020

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები სისხლის სამართლის (2019  # 10-12) და ადმინისტრაციულ საქმეებზე (2020 # 1).

სისხლის სამართლის # 10-12 კრებული ეძღვნება როგორც მატერიალური სამართლის ზოგადი და კერძო ნაწილების, ისე საპროცესო სამართლის კერძო ნაწილის ისეთ საკითხებს როგორიცაა სასჯელის მიზნები და სახეები, სასჯელის დანიშვნა, ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ახლად გამოვლენილი გარემოებები.

ადმინისტრაციულ საქმეებზე # 1 კრებულის თემაა საგადასახადო დავებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირებს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქტების კანონიერებასა და მათი გასაჩივრების წესს.

იხილეთ:

2019 წლის # 10-12 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე

2020 წლის # 1 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi