მოსამართლე ნინო ბაქაქური მართლმსაჯულების...

n

მოსამართლე ნინო ბაქაქური მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) მუშაობაში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია: 23/06/2020

2020 წლის 10 და 18 ივნისს  ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) Ad hoc ვირტუალური პლენარული სესია და მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯუფის (CEPEJ GT-QUAL) 27-ე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც  CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელი და მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯგუფის ექსპერტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური მონაწილებდა.

პლენარულ სესიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

სესიამ განიხილა Covid-19 პანდემიით შექმნილი გამოწვევები ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემებისათვის და იმსჯელა მათი გადაჭრის გზებზე. სესიის ბოლოს მიღებულ იქნა CEPEJ-ის დეკლარაცია „მართლმსაჯულების გამოწვევებისა და გაკვეთილების შესახებ Covid-19 პანდემიის დროს და შემდგომ“.

მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯუფის (CEPEJ GT-QUAL) შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სასამართლო გადაწყვეტილებების მოდელირების ტექნოლოგიების მიმართ „მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ევროპული ეთიკის ქარტიის“ გამოყენების სახელმძღვანელო და ხელოვნური ინტელექტის სერტიფიცირების მექნიზმების შემოღების მიზანშეწონილობის წინასწარი კვლევა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, განხილულ იქნა სამოქალაქო სამართლებრივ პროცედურებში მომხმარებლის ცენტრალური ადგილისა და მხარეებთან სასამართლოს ნათელი და მარტივი კომუნიკაციის  სპეციალური სახელმძღვანელოების შექმნის მიზანშეწონილობა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა სტრასბურგის ტრიბუნალის პრეზიდენტის პრეზენტაციით გადახდის ბრძანებების დემატერიალიზებული განხილვის ახალი ფრანგული ეროვნული სასამართლოს შექმნის შესახებ. 

ვიდეო-ჩანაწერი და მასალები იხ. https://www.coe.int/en/web/cepej

CEPEJ GT-QUAL წარმოადგენს ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიასთან არსებულ საერთაშორისო ექსპერტთა ექვკაციან ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტებს ევროპის საბჭოს სხვადასხვა დაწესებულებებისა და წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემებისათვის ხარისხიანი სამართლწარმოების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi