უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის...

p

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ვებინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 16/06/2020

15 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის საკითხებზე ვებინარი გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი, რომელმაც ისაუბრა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ევროპული კონვენციის მე-6  (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების ფარგლებში სასამართლოს 2019-2020 წლების პრეცედენტული გადაწყვეტილებები.

შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლის- სამართლებრივი ასპექტები“-ს ფარგლებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi