საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო...

k

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის კვლევები

გამოქვეყნებულია: 08/06/2020

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ  გამოსცა ახალი კრებული, რომელშიც მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, კერძო სამართლის იურიდიული პირების მონაწილეობით წარმოებულ დავებში, 2016-2018 წლებში და 2019 წლის პირველ ნახევარში მიღებული ახალი გადაწყვეტილებებისა და  საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე განჩინებების ანალიზი. (ავტორი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამოქალაქო პალატის სამდივნოს ექსპერტი მაია ახალაძე)

საკასაციო სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები/განჩინებები გაანალიზებული და დალაგებულია სამართლებრივი თემატიკის მიხედვით, რაც დაინტერესებულ პირებს გაუადვილებს კონკრეტულ საკითხზე მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღებას. თითოეულ საქმეზე მოკლე ფაბულასთან, სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებთან ერთად მეტი თვალსაჩინოებისთვის მითითებულია საკასაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმები, ძირითადი განმარტებები და მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი, ხოლო ხელახლა განსახილველად დაბრუნებულ საქმეებზე ხაზგასმულია დაბრუნების საფუძველი და მოტივაცია. სამართლებრივ დასკვნაში მოცემულია საკვლევ პერიოდში წარმოჩენილი მნიშვნელოვანი და პრობლემური სამართლებრივი საკითხებისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დაშვებული მატერიალური და პროცესუალური დარღვევების ანალიზი.

იხილეთ კვლევა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ  გამოსცა ახალი კრებული, რომელშიც მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016-2019 წლებში მიღებული განჩინებების ანალიზი სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხებზე. (ავტორი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამოქალაქო პალატის სამდივნოს ექსპერტი მაია ახალაძე)

კვლევაში განზოგადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო ოთხი წლის (2016-2019) პრაქტიკა სარჩელის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის)/გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე. განზოგადებაში განჩინებების ფაბულები მოცემულია საპროცესო კოდექსის ნორმათა მიხედვით, ფაბულის დასაწყისში მითითებულია საკასაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, დაინტერესებული პირებისათვის  ხელმისაწვდომი და ადვილად გასაგები იქნება მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე უზენაესი სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებები მოსარჩელის მოთხოვნის საპროცესო უზრუნველყოფის, ამ უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის გარანტიებისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე. სამართლებრივ დასკვნაში გაანალიზებულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა და თვალსაჩინოდ გამოკვეთილია ძირითადი კონცეპტუალური საკითხები.

იხილეთ კვლევა

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi