საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 26/05/2020
2020 წლის 25 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შორის.
სტუმარმა შეხვედრის ფარგლებში ასევე დაათვალიერა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.