უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა გაიმართა

p

უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 08/05/2020

2020 წლის 8 მაისს გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს  საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევა წარმოადგენდა, რაც განპირობებული იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ეკატერინე გასიტაშვილის საკვალიფიკაციო პალატის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვით.

უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრად დასახელდა და არჩეულ იქნა ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე.

მეორე საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში, სხვა ორი პალატის ქვემდებარე საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მიღებას შეეხებოდა. 

ამასთან, ამავე სხდომაზე პლენუმმა განსაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობა და დაამტკიცა ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განმხილველი შემადგენლობის განსაზღვრის წესის შესახებ“ ახალი დებულება.

პლენუმმა მხარი დაუჭირა დიდი პალატის შემადგენლობაში უზენაესი სასამართლოს ყველა წევრის არჩევისა და  საქმის განმხილველი შემადგენლობის  ახალი დებულების შესაბამისად განსაზღვრის წესს, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა შერჩევას პალატების პარიტეტულ საწყისებზე, ელექტრონული წესით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის საფუძველზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi