სამეცნიერო კონფერენცია სამოქალაქო საპროცესო ...

sexvedra

სამეცნიერო კონფერენცია სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებზე

გამოქვეყნებულია: 07/06/2012

2012 წლის 7 ივნისს, სასტუმრო „ქორთიართდ მერიოტში“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუირიდიული ფაკულტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და მისივე ფინანსური მხარდაჭერით სამეცნიერო კონფერენცია „ქართული სამოქალაქო საპროცესო სამართალი და მისი განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ ჩატარდა. 

კონფერენციის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მიესალმა და კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მომხსენებელთა გამოსვლები უმთავრესად შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებს. 

კონფერენციის მსვლელობისას გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა ადვოკატებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა, პროფესორ მასწავლებლებმა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთაც ამ საკითხებთან აქვთ შეხება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi