ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

a

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 03/04/2020

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2020 წლის 2 აპრილს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მოკლე სამართლებრივი შეჯამება საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.

წინამდებარე საქმე ეხებოდა 2006 წლის მარტში, თბილისის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე.წ. ციხის ბუნტის ჩახშობის დროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრების იარაღებიდან განხორციელებული ქაოტური გასროლების შედეგად პატიმრების გარდაცვალებას და ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოძიებას. მოცემულ საქმეში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) როგორც არსებითი, აგრეთვე პროცედურული ნაწილის დარღვევა.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეცოპერაციის დროს გამოყენებული ძალა არაპროპორციული, განურჩეველი და გადაჭარბებული იყო. კერძოდ, დადგინდა, რომ არ ყოფილა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების მცდელობა, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო ზიანი. ამასთან, დაშავებულებს არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება.

სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ გამოძიება არ იყო ეფექტიანი, ვინაიდან ის დაიწყო დაგვიანებით, აგრეთვე გამოძიება  არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და მასში არ იყო ჩართული გარდაცვლილი პატიმრების ახლო ნათესავები.

იხილეთ გადაწყვეტილება

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi