საქართველოს უზენაეს სასამართლოში პლენუმის...

p

საქართველოს უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 03/04/2020

დღეს, 3 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეთა უმრავლესობა დაესწრო. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ უზენაესი სასამართლოს პლენუმის ქვოტით.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე წარუდგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის კანდიდატურა და  გააცნო მისი ბიოგრაფია. ნინო ქადაგიძემ დეტალურად დაასაბუთა, თუ რატომ იქნა მის მიერ მხარდაჭერილი და პლენუმის წინაშე წარდგენილი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის კანდიდატურა და განაცხადა, რომ  უწინარეს ყოვლისა ეს არის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, რომ უზენაეს სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილი ჰყავდეს ღირსეულოი კანდიდატი, მან ხაზი გაუსვა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის პროფესიულ კეთილსინდისიერებას, 14 წლიან სამოსამრთლო საქმიანობას, კვალიფიკაციას და  პოზიციას, რომ იგი არ ასოცირდება არც ერთ ჯგუფთან სასამართლო სისტემაში, და უხმაუროდ და კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას.  

მან ასევე აღნიშნა, რომ  მეტად  მნიშვნელოვანია, მოსამართლე, რომელიც წლების განმავლობაში  აღასრულებდა მართლმსაჯულებას რეგიონში, წარდგენილი იყოს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე  და ამით სხვა მოსამართლეებსაც მისცეს მოტივაცია.

პლენუმს ასევე მიმართა სიტყვით მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და კოლეგებს გამოხატული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ  მხარდაჭერის შემთხვევაში იგი ეცდება პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობა და გაამართლოს კოლეგების ნდობა. უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის არჩევას, რომელიც ფიცის დადების შემდეგ შეუდგება თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომლის საქმეც  განხილულ იქნა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიერ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და ძალისხმევისთვის სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს მზია თოდუას, რომელიც მის არჩევამდე ასრულებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi