უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების...

d

უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების განმხორციელებელი სტრუქტურების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 20/03/2020

დღეს, 20 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის, გენერალურიპროკურორის ირაკლი შოთაძის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ სარჯველაძის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის  დირექტორის მოადგილის ნიკა ცხვარაშვილის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის მონაწილეობით საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას მიეძღვნა.

სტრუქტურათა ხელმძღვანელებმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით  ქვეყანაში მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება სამართალწარმოების მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

,,მართლმსაჯულების სისტემის დისტანციური სამართალწარმოების  რეჟიმზე  გადასვლა ის გამოწვევაა, რომელსაც დღეს ალტერნატივა არა აქვს, რათა ერთის მხრივ არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“,- აღნიშნა საუბრში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ.

,,შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიდეთ დისტანციური საქმის წარმოების პროცესზე, პროცესები ჩატარდება დისტანციურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ასევე სასამართლო მაქსიმალურად უზრუნველყოფს მხარეებისთვის შესაძლებლობას, რომ სარჩელები და სხვადასხვა დოკუმენტები წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით. ამისთვის მხარეებს აღარ დასჭირდებათ სასამართლოში გამოცხადება, ერთმანეთთან გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს ელექტრონული  წარმოების პროცესი, რათა სამოქალაქო და ადმინისიტრაციული საქმეების მსგავსად სასჯელაღსრულებაში მოთავსებული პირების, პატიმრების საქმეების განხილვაც მოხდეს დისტანციურად“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi