მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და...

isuticiis sabwo

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია: 01/06/2012

2012 წლის 1 ივნისს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია.

აღნიშნული პროგრამა შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ, „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამასთან (JILEP)" თანამშრომლობით.

პროგრამის პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები და მისიები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამა უზრუნველყოფს, როგორც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას, ასევე მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გამარტივებას. ელექტრონული სისტემის შექმნის მიზანს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული პროცესების გამჭირვალეობისა და ობიექტურობის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა, ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინტერაქტიულობა, ადამიანური და მატერიალური რესურსების შემცირება.

ასევე, შეიქმნა მეტად მოსახერხებელი და ინტერაქტიული „აპლიკანტის პორტალი“, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნისა და მოსამართლეობის თანამდებობაზე და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღებად გამოცხადებული კონკურსების შესახებ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi