მზია თოდუა ყატარში კონფერენციაზე გაემგზავრა

j

მზია თოდუა ყატარში კონფერენციაზე გაემგზავრა

გამოქვეყნებულია: 24/02/2020

დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, ყატარის მართლმსაჯულების უზენაესი საბჭოსა და საკასაციო სასამართლოს პრეზიდენტის მიწვევით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელის მაღალი დონის შეხვედრაში ,,წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელიც 24-27 თებერვალს გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და თამარ ზამბახიძე.

სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელი ამოქმედდა 2018 წლის აპრილში, მაღალი დონის შეხვედრაზე ვენაში, რომელმაც გააერთიანა 106 ქვეყნის 350  მონაწილე, 40 იურიდიული ასოციაცია და წარმოადგენს გაეროს ეგიდით ჩატარებული მოსამართლეთა ყველაზე ფართო შეკრებას. ქსელი თავად არის გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის გლობალური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რათა მოხდეს დოჰას დეკლარაციის იმპლემენტაცია.

აღნიშნულის მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს განახორციელონ დოჰას დეკლარაცია, რომელიც მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების დანაშაულის პრევენციის სისხლის სამართლის 13 კონგრესზე 2015 წელს. ქსელი ეხმარება მოსამართლეებს სასამართლოს მიუკერძოებლობის განმტკიცებაში და მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციის აღკვეთაში, მათ შორის ქსელის შესაძლებლობების ხელშეწყობით ხელს უწყობს რესურსების ხელმისაწვდომობას და კონცენტრაციას ახდენს სასამართლოს ირგვლივ არსებულ და გამოვლენილ გამოწვევებზე. 

აღნიშნული შეხვედრის მიზანია: 1.დასკვნის დადება იმ აქტივობების შესახებ, რომელიც განახორციელა ქსელმა დაარსების დღიდან, ასევე 2018-2019 წლის ქსელის სამუშაო გეგმის პრიორიტეტული სფეროდან განხორციელებული აქტივობების განხილვა; 2.სასამართლოს სისტემის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა და სასამართლო სისტემის მიერ გაწეული ძალისხმევის გამოვლენა. 3.2020 წლის პრიორიტეტული სფეროების გამოვლენა. 

მაღალი დონის შეხვედრის პირველი პლენარული სესია ეძღვნება მოსამართლეების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას. მოსამართლეები ასევე გამართავენ მსჯელობას მომდევნო სესიათა ფარგლებში, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოსამართლეების მიერ, გენდერთან დაკავშირებული სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხები, ვმუშაობთ ერთად სასამართლოს მიუკერძოებლობისათვის.

სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელის მაღალი დონის შეხვედრა ,,წარსული, აწმყო და მომავალი“ მუშაობას 27 თებერვალს დაასრულებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi