უზენაეს სასამართლოს კარიერის დაგეგმვის...

dfdf

უზენაეს სასამართლოს კარიერის დაგეგმვის ცენტრის სტუდენტები სტუმრობდნენ

გამოქვეყნებულია: 07/02/2020

7 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კარიერის დაგეგმვის ცენტრის (ხელმძღვანელი მერი ტარიელაშვილი) სტუდენტები ეწვივნენ, რომლებიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში სტუმრობენ სხვადახსხვა სახელმწიფო სტრუქტურებს და ეცნობიან ამ სტრუქტურებში დასაქმებულ მოქალაქეთა პროფესიებს, საქმიანობას მათი მომავალი პროფესიების არჩევისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით.

საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა და ესაუბრა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, რომელმაც ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე აუდიტორიას უზენაესი სასამართლოს, როგორც  უმაღლესი საკასაციო ინსტანციის ფუნქციისა და დანიშნულების, მისი როლისა და საქმიანობის შესახებ მართლმსაჯულების სისტემაში. ასევე ისაუბრა მოსამართლის პროფესიის მაღალი პასუხისმგებლობის, ყოველდღიური დატვირთულობისა და პირადი გამოცდილების შესახებ. მოსამართლემ უპასუხა დამსწრე აუდიტორიის მრავალრიცხოვან შეკითხვებს. საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები ასევე ეწვივნენ უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს და დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi