მზია თოდუა და შალვა თადუმაძე ფრანკ ჰუპფელდს...

f

მზია თოდუა და შალვა თადუმაძე ფრანკ ჰუპფელდს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 30/01/2020

30 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ  და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძემ მიიღეს სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ)  პროექტის ხელმძღვანელი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფრანკ ჰუპფელდი და ამავე პროექტის წარმომადგენლები ხათუნა დიასამიძე და სულხან გამყრელიძე. 

როგორც მზია თოდუამ აღნიშნა, გერმანული საერთაშორისო ფონდები და დონორი ორგანიზაციები ძალზედ აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერასა და განვითარების პროცესში ჯერ კიდევ სასამართლო რეფორმის დაწყებიდან, რომელიც პოსტაბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ უპირველეს რეფორმას წარმოადგენს.  მან მადლიერებით მოიხსენა ყველა ის უცხოელი კოლეგა, რომლებიც ქართველ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად თავდაუზოგავად იღწვოდა რეფორმის წარმატებული შედეგებისთვის და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაგრძელება ამ ეტაპზეც მეტად მნიშვნელობანია იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც უზენაესი სასამართლოს წინაშე დგას. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებას სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. მზია თოდუამ  აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა მეთოდოლიგიაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოსამართლის კვალიფიკაციასთან, ერთნაირად მნიშვნელოვანია სამივე, სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებისთვის. მან  ასევე გაამახვილა ყურადღება კომერციული დავების მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზეც.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძემ ფონდის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაც გააძლიერებს და გააუმჯობესებს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის საქმიანობას, გაზრდის საკასაციო ინსტანციის როლს და მნიშვნელობას  სისხლის სამართლის პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. კერძოდ აღინიშნა, რომ  მნიშვნელოვანია განხორციელდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კასაციის მარეგულირებელი ნორმების საკანონმდებლო რეფორმა, რეგულირების ზეგავლენის შეფასების საფუძველზე. შალვა თადუმაძემ ასევე ხაზი გაუსვა  მოსამართლის მიერ მისაღები გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას მოსამართლისათვის საჭირო ანალიტიკურ, სამეცნიერო და სხვა ინფორმაციებზე და მეორეს მხრივ  გაზრდის სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხს.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ  ასევე ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე მართლმსაჯულების სისტემაში და აღნიშნა, რომ სასურველია თანდათან მოხდეს, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელთა გადამზადება,  მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნული ინტელექტის გამოყენების დასანერგად. გამოითქვა სურვილი, რომ როგორც უკვე არსებული თანამშრომლობის ფორმატში, სისხლის სამათლის საქმეთა პალატას ჰყავდეს ევროპის რომელიმე ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სისხლის სამართლის ექსპერტი, რომელიც თავის ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ მოსამართლეებს, სასამართლო  გადაწყვეტილებათა დასაბუთების გაუმჯობესების მიმართულებით. სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ხელმძღვანელმა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფრანკ ჰუპფელდმა მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეებს მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის და აღნიშნა, რომ ფონდი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ნაყოფიერად გაგრძელდეს თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობა IRZ-სა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi