GIZ-მა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ...

bbbb

GIZ-მა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს წიგნები გადასცა

გამოქვეყნებულია: 23/01/2020

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებენ საქართველოში სასამართლო რეფორმისა  და კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერის პროექტებს, დღეს, 23 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, აპარატის სტრუქტურულ ერთეულებსა და უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკას, სამართლის დარგისა და სასამართლო პრაქტიკისთვის უმნიშვნელოვანესი წიგნადი გამოცემები გადასცეს, კერძოდ გამოცემულ წიგნებს შორისაა: საკორპორაციო სამართალი, სამხრეთ კავკასიის ჟურნალი, მართლმსაჯულების ხელშეკრულების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, კაზუსები ადმინისტრაციულ სამართალში, მეწარმეთა შესახებ გადაწყვეტილებები, სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების განმარტება გადაწყვეტილებების მიხედვით, BGB, სანივთო სამართალი, ინვესტიციის დაცვის მექანიზმი, სამართალმცოდნეობის საფუძვლები, საჯარო მმართველობა, საკორპორაციო სამართლის ანატომია, სამართლის ჟურნალი და სოციალური მედია.

აღნიშნული გამოცემებით სარგებლობა შეუძლიათ სამართლის სფეროს სპეციალისტებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკას.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ განაცხადა, უზენაესი სასამართლო გამოხატავს უდიდეს მადლიერებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიმართ მოსამართლეებისთვის ესოდენ ძვირფასი წიგნადი ფონდის გადმოცემისათვის და იმ წვლილისათვის, რომელიც შეაქვს ამ ორგანიზაციას საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის განხორციელებაში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi