მზია თოდუამ უზენაეს სასამართლოს დამდეგი 2020...

m

მზია თოდუამ უზენაეს სასამართლოს დამდეგი 2020 წელი მიულოცა

გამოქვეყნებულია: 30/12/2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეებსა და მათ თანაშემწეებს, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს, საახალწლო საღამოზე, დამდეგი 2020 წელი მიულოცა და განვლილი 2019 წელი შეაჯამა.

,,ჯანმრთელობასთან ერთად მინდა გისურვოთ კარგი განწყობა და თავისუფლება, რადგან ჩემი ხანგრძლივი, სამოსამართლო და ცხოვრებისეული პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში თავისუფლების განცდაა, როდესაც დამოუკიდებლად შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება. მინდა ვუსურვო ჩემს ძველ და ახლადარჩეულ კოლეგებს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, არასოდეს მიეტოვებინოთ ისინი განცდას, რომ როდესაც დარჩებიან საკუთარ თავთან ამაყად ეთქვათ, ,,მე აღვასრულე   მართლმსაჯულება.“- განაცხადა მზია თოდუამ.

მან ასევე მიმოიხილა განვლილი 2019 წელი და აღნიშნა, რომ  იგი იყო წინააღმდეგობებით აღსავსე, თუმცა ითქვა ისიც, რომ წარმატება წინააღმდეგობების გადალახვით იზომება და ქართულ მართლმსაჯულებას არაერთხელ მიუღია ამ წელს ევროპელი ექსპერტებისაგან მიუკერძოებელი და კვალიფიციური გადაწყვეტილების აღმნიშვნელი შეფასებები. ,,ეს შეფასებები თქვენი დამსახურებაა, როგორც მოსამართლეების, ისე თანაშემწეების და ყველა იმ ადამიანის, ვინც დაუღალავად შრომობდა და იღწვოდა უზენაესი სასამართლოს მიერ დასახული ამოცანების შესასრულებდლად. ჩვენ შემოგვემატნენ  ახალი წევრები, მოსამართლეები, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება დაეხმარება ყველა იმ გამოწვევის გადაჭრას, რაც უზენაესი სასამართლოს წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ 2020 იქნება წარმატების წელი თითოეული თქვენთაგანისთვის. ვისურვებ ყოფილიყოს ის აღმაფრენის, ჯანმრთელობის, სიყვარულისა და მთელი საქართველოს კეთილდღეობის წელი“,- აღნიშნა მიმართვის დასასრულს მზია თოდუამ.

საზეიმო შეხვედრის დასასრულს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოსამართლეებთან ერთად საახალწლო ტორტის გაჭრაში მიიღო მონაწილეობა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi