ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ff

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 19/12/2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა მოკლე სამართლებრივი შეჯამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეზე ხიზანიშვილი და კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ. 

აღნიშნული საქმე ეხებოდა საკუთრებით ხელშეუხებლად სარგებლობის უფლებას. სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ მომჩივნებს არ მიუღიათ სათანადო კომპენსაცია მათი საკუთრების უკანონო დემონტაჟისთვის. სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე განაცხადა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს სათანადო განმარტების წარმოდგენა მათ მიერ ქონების საბაზრო ღირებულების გამოთვლის მეთოდებთან და კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi