უზენაეს სასამართლოს სკოლის მოსწავლეები და...

a

უზენაეს სასამართლოს სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სტუმრობდნენ

გამოქვეყნებულია: 18/12/2019

18 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრის“ (ხელმძღვანელი მერი ტარიელაშვილი) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის (პროფესორი მარინე კვაჭაძე) ორგანიზებით თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.

სკოლის მოსწავლეებსა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი.

მოსამართლემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე აუდიტორიას მოსამართლის პროფესიის, მოსამართლის დატვირთული დღის რეჟიმის, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებამდე განვლილი გზის, დაძაბული შრომის, სისხლის სამართლის კანომდებლობის მნიშვნელოვანი ასპექტების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მოსამართლის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და სხვა საკითხების შესახებ. მოსწავლეები და სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მოსამართლის მორალური პასუხისლმგებლობის, შინაგანი მრწამსისა და კანონის უზენაესობის ასპექტებით, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესით და ამ თვალსაზრისით საპროცესო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით.

შეხვედრის შემდეგ სკოლების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi