,,დავითიანის“ წევრები უზენაეს სასამართლოში...

g

,,დავითიანის“ წევრები უზენაეს სასამართლოში თანაშემწეებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 13/12/2019

13 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმეთა დარბაზში (ისტორიული დარბაზი) უმასპინძლეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის სამდივნოს უფროსმა ნინო შონიამ და ამავე პალატის მოსამართლის თანაშემწემ ვანო გენებაშვილმა. სისხლის სამართლის საკასაციო პალატის სამდივნოს წარმომადგენლებმა ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს ახალგაზრდებს უზენაესი სასამართლოს ფუნქციის, საქმიანობის, სტრუქტურის, პალატის დატვირთულობისა და სასამართლო საქმეთა წარმოების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. ისაუბრეს თანაშემწის პროფესიისა და ყოველდღიური საქმიანობის თაობაზე.

მოძრაობა ,,დავითიანის“ წევრები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს პროექტის ,,წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2020“ ფარგლებში ხვდებიან. ამ პროექტის ფარგლებში უკვე 200 სკოლის მოსწავლე და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი იმყოფებოდა სახელმწიფო დაწესებულებებში, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდნენ და მიიღეს გამოცდილება კარიერის დაგეგმვის მიმართულებით. ამჯერად უზენაეს სასამართლოს ყოველკვირეულ ვიქტორინაში გამარჯვებული  ახალგაზრდები ეწვივნენ. საქართველოს საპატრიარქოს მოძრაობა ,,დავითიანი“ 2007 წელს შეიქმნა და მისი  ეგიდით გამართულ ღონისძიებებში 20 000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi