უზენაეს სასამართლოში ონლაინ-კომენტარის...

d

უზენაეს სასამართლოში ონლაინ-კომენტარის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 02/12/2019

დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და უზენასი სასამართლოს ერთობლივი მხარდაჭერით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ონლაინ-კომენტარის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გახსნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ.

პრეზენტაციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კომენტარის პროექტის შექმნის იდეასა და ისტორიაზე ისაუბრა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, საერთაშორისო ექსპერტმა ულრიხ ჰანგელოხმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე, აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი და ქეთევან მესხიშვილი, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარის შექმნაში. დამსწრე საზოგადოებას ონლაინ პროექტი წარუდგინეს გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების წარმომადგენლებმა ეთუნა ჩაჩანიძემ და თორნიკე დარჯანიამ. პრეზენტაციაზე ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა აღნიშნული ნაშრომის დიდი მნიშვნელობა ქართული სასამართლო პრაქტიკისათვის და  აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის, ყველა იმ დაინტერესებული მკვლევარისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული სამართლებრივი სივრცის გაფართოება და გაღრმავება. მოსამართლეებმა ხაზი გაუსვეს სამოქალქო საპროცესო კოდექსის კომენტარებზე მუშაობის რთულ, მაგრამ მეტად საინტერესო პროფესიულ პროცესს, რომელმაც დიდი გამოცდილება და ცოდნა შესძინა ამ ნაშრომზე მომუშავე თითოეულ პროფესიონალს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi