უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები...

vv

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროსაბჭოს ექსპერტს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 29/11/2019

დღეს 29 ნოემბერს, უზენაესი სასამართლოს გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში ევროპის საბჭოს იურიდიული პროფესიის გაძლიერების პროექტის საერთაშორისო ექსპერტი არმან ზვრანდიანი უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარეს ვასილ როინიშვილსა და სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლეს გიორგი შავლიაშვილს შეხვდა.   საერთაშორისო ექსპერტი დაინტერესდა საქართველოში ადვოკატთა პროფესიული საქმიანობისა  და ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის  კონკრეტული დეტალებით, აგრეთვე ადვოკატთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის  საკითხებით. მოსამართლეებმა ვასილ როინიშვილმა და გიორგი შავლიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროსაბჭოს ექპერტს შეხვედრაზე დასმულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi