IRZ-მა ჟურნალისტებისთვის სემინარი გამართა

s

IRZ-მა ჟურნალისტებისთვის სემინარი გამართა

გამოქვეყნებულია: 26/11/2019

22-23 ნოემებერს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ)-სა და  სულხანა-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთობლივი პარტნიორობით, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებისა  და სახელმწიფო პიარ სამსახურების წარმომადგენლებისთვის  სემინარი გამართა.

სემინარს ორი დღის განმავლობაში უძღვებოდა ბავარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო პროგრამის სარედაქციო განყოფილების ხელმძღვანელი კლემენს ფინცერი.  სემინარზე წარმოდგენილი იყო საინტერესო და აქტუალური თემები ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლების, ჟურნალისტური ეთიკის პრაქტიკის, მედიის განსაკუთრებული უფლებების, ინფორმაციის კვლევისა და გამოქვეყნებამდე მისი მომზადების წინაპირობებზე, პრესის კანონიერ მოთხოვნაზე ინფორმაციის მიღებაზე, წვდომის უფლებების (დანაშაულის ჩადენის ადგილის, სასამართლო განხილვის, წყაროთა დაცვისა და სარედაქციო საიდუმლოების) შესახებ. ექსპერტმა დეტალურად გააანალიზა ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულებები, როგორიცაა სიზუსტის დაცვის ვალდებულება, მოლოდინები და ვალდებულებები, მეორე მხარის მოლოდინი, პიროვნული უფლებები, ძალიან ცნობილი ადამიანები, შედარებით ნაკლებად ცნობილი ადამიანები, კერძო პირები, საჯარო სფერო, სოციალური სფერო, პირადი სფერო,  ინტიმური სფერო. მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესო გამოიწვია  საკუთარ ფოტოზე უფლებამ, მხოლოდ სურათების ,,შექმნამ“, გადაღებამ ფარული კამერით, გადაღებამ დრონის მეშვეობით, სასამართლო პროცესების გაშუქებამ, ეჭვზე დაფუძნებულმა რეპორტაჟმა. დისკუსია გაიმართა ასევე ისეთი მოხსენებების წარმოადგენის შემდეგ როგორიცაა, ,,ეკონომიკური’ ინტერესები, სექსი, სენსაცია და    ძალადობა, უმცირესობები და რელიგიური მიმართულებები, ინსცენირება და ტყუილი, დეზინფორმაცია და ალტერნატიული სიმართლე, გერმანიის პრესის საბჭოს მიერ დადგენილი პრესის კოდექსი, პრესის რეპუტაციისა და სანდოობის დაცვა, დარღვევები და მისი შედეგები. მარიოტში“, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ)-სა და  სულხანა-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიერ ამ ტიპია  ერთობლივი სემინარები ჟურნალისტებისთვის მომავალშიც გაიმართება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi