ფრანგი სტუმრები უზენაესი სასამართლოს...

f

ფრანგი სტუმრები უზენაესი სასამართლოს გამოცდილებას გაეცნენ

გამოქვეყნებულია: 21/11/2019

მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  ეწვივნენ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოხელეები, მომავალი დირექტორები მარი-ნელა ნესტორე და სონია ოლივ-მარინო, რომლებმაც 11 ნოემბრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ გაიარეს სავალდებულო სტაჟირება.

ფრანგი სტუმრების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაცნობა და წარმატებული გამოცდილების გაზიარება მათ მომავალ საქმიანობაში დანერგვის მიზნით. 

ფრანგი სტუმრები იმყოფებოდნენ რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც საპილოტე რეჟიმში დაინერგა არასრულწლოვანთათვის ბავშვზე მორგებული სპეციალური სივრცე და მედიაციის ოთახი.

უზენაესი სასამართლოს გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში ფრანგ კოლეგებს შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელი ლია ყიფიანი, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლები ეკა მამალაძე და ნიკოლოზ დათეშიძე, სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის სამდივნოს უფროსი ნინო შონია.

უზენაესი სასამართლოს აპარატის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის შესახებ, ბავშვის საუკეთესო ინტერესისი დაცვის კუთხით. ნინო შონიამ ისაუბრა იმ სტანდარტებზე, რომელსაც ადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  კოდექსი, იმ განსაკუთრებულ გარემოზე, რომელიც იქმნება არასრულწლოვანთანთვის სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მისის დაკავების მომენტიდან სასჯელის მოხდის შემდგომ.

უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს სპეციალიზებული სასამართლო დარბაზი, სადაც მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეების განხილვა  მიმდინარეობს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს მართლმსაჯულების მუზეუმი და უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა. შეხვედრების დასასრულს მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi