უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წლიური...

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წლიური ანგარიში

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წლიური ანგარიში

გამოქვეყნებულია: 24/01/2011

2010 წლის 29 დეკემბერს, 13.00 საათზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის ტრადიციული მიღება გამართა.

კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს 2010 წლის მანძილზე სასამართლო ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, 2010 წელი სასამართლო სისტემისთვის ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო აღსანიშნავი, მათ შორის კონსტანტინე კუბლაშვილმა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება და სასამართლოში შეტანილი სამოქალაქო სარჩელების რაოდენობის გაზრდა დაასახელა. "მხოლოდ 2010 წელს სასამართლოში შესული სამოქალაქო სარჩელების რაოდენობა 42 პროცენტით გაიზარდა. ეს არის ძირითადად, სანივთო სამართლებრივი დავები, რომელთა პროცენტული რაოდენობის ზრდა ასევე სასამართლოს მიმართ მოსახლეობის გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს"_ განაცხადა ბრიფინგზე კონსტანტინე კუბლაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა საახალწლო მიღება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi