მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი...

y

მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი გრძელდება

გამოქვეყნებულია: 18/10/2019

17-19 ოქტომბერს, ,,ლოპოტას“ სასტუმრო კომპლექსში, ევროკავშირის სასამართლოს მხარადჭერის პროექტის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარადჭერით, თბილისის საქალაქო და  სააპელაციო, ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო და რუსთავის საქალაქო სასამართლოების მწერალი თანაშემწეებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე: გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტები კომერციულ დავებზე: არსებული პრაქტიკა და გაუმჯობესების პერსპექტივები, რომელსაც ტრენერის რანგში უძღვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა  პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.

ტრენინგის გახსნისას მომაწილეებს მიესლმენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი ანა ხუციშვილი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის ,,საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება“, უფროსი სამართლებრივი მრჩეველი თამარ ზოდელავა.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს თემები: დავები კერძო სამართალში, მათი კლასიფიკაცია, კომერციული დავის ცნება და მისი განხილვის  თავისებურებანი, კანონმდებლობა, კერძო სამართლის ნორმების ფუნქციური კლასიფიკაციის მნიშვნელობა სამოქალაქო დავებზე გადაწყვეტილების მიღებისას, სარჩელ, შესაგებელ, მტკიცების ტვირთის განაწილება, მტკიცების სტანდარტი, იურიდიული დასკვნის შედგენის მიღებისას.

ტრენინგის მეორე დღეს გაგრძელდა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების პროექტის შედგენის თავისებურებანი, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კერძო სამართლებრივი მოთხოვნის უფლებები და სხვა.

მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ტრენინგი 19 ოქტომბერსაც გაგრძელდება

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi