,,შერატონ მეტეხი პალასში” ევროკავშირის...

m

,,შერატონ მეტეხი პალასში” ევროკავშირის პროექტის მმართველი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 11/10/2019

9 ოქტომბერს ,,შერატონ მეტეხი პალასში“ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მმართველი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლენლებს იმ უდიდესი მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის, რასაც ახორციელებს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მთელი შემადგენლობა საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ, ატაშემ, ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა პიტერ დენისმა, პროექტის მენეჯერმა ოლივერ მადერმა.

თითოეული კომპონენტის ანგარიშზე და მომდევნო 6 თვის გეგმაზე ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა, პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ მაია ჩოჩუამ, სამართლებრივმა მრჩეველმა ნინი გოგიბერიძემ, მრჩევლებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის და ინსტიტუციური განვითარების საკითხებში ეკა ლომთათიძემ და  თამარ თომაშვილმა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi