დამტკიცდა მოსამართლეთა XXVI რიგგარეშე...

xxvi

დამტკიცდა მოსამართლეთა XXVI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 26/09/2019

2019 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა. 

მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტის 22-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული კომიტეტის 2019 წლის 25 სექტემბრის სხდომის თავმჯდომარეობის (სხდომის წარმართვის) საგანგებო უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით მიენიჭა ადმინისტრაციული კომიტეტის წევრს თეა ძიმისტარაშვილს. მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, ხმათა უმრავლესობით, გადაწყდა, რომ მოსამართლეთა XXVI რიგგარეშე კონფერენციას გაუძღვება საგანგებოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი თეა ძიმისტარაშვილი.

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა 2019 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა: 

- მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, მოსამართლეთა XXVI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2019 წლის 5 ოქტომბერი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 11:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. #19; 

- XXVI რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი; 

- საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 3 (სამი)  წევრის არჩევნების (ხელახალი არჩევნების), ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნების (ხელახალი არჩევნების),  საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 3 (სამი) წევრის არჩევნების (ხელახალი არჩევნების) საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ნიმუშები;

ასევე, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა ცნობად მიიღო  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული პროექტი „საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება დასამტკიცებლად.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე მაინც (4 ოქტომბერი, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა. აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6.

საკონტაქტო პირი:

გულიკო ორთოიძე -  gortoidze@gmail.com;  ტელ: 577 71 10 50.

იხილეთ მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგი

იხილეთ „საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ პროექტი

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტი (მოქმედი რედაქცია)

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi