მზია თოდუამ ყაზახეთში საქართველოს...

s

მზია თოდუამ ყაზახეთში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია: 19/09/2019

18 სექტემბერს, ნურსულტანში, ყაზახეთში, სადაც გაიმართა  საერთაშორისო ფორუმი ეგიდით ,,მართლმსჯულების ხარისხის მართვა: გლობალური ტრენდები და გამოცდილება“, მიწვეულნი იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი. ფორუმის მონაწილეებს მიესალმენ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ ტოკაევი, ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჟაკიპ ასანოვი, მოსამართლეთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ტონი პაგონე.

ფორუმზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ისეთი თემები, როგორიცაა: სასამართლო სისტემის სახელმწიფოებრივი მართვის ახალი პარადიგმა, მართლმსაჯულების ხარისხისადმი თანამედროვე მოთხოვნები: სამართლიანობა, ეფექტურობა და რეზულტატურობა, სასამართლო სისტემაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემა: შესაძლებლობები და საუკეთესო პრაქტიკები, მოსამართლეთა და სასამართლოთა ადმინისტრატორების თანამშრომლობა სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებისთვის, ერთიანი სასამართლო პრაქტიკის უზრუნველყოფა. მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ ისეთი ავტორიტეტული ფიგურები, როგორიცაა: დურო სესა, ევროპის საბჭოს წევრი ხორვატიიდან, ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სტივენ ჩონგი სინგაპურიდან, უზენაესი სასამართლოს სააპელაციო ინსტანციის მოსამართლე, სიუზენ აკლანდ-ჰუდი დიდი ბრიტანეთიდან, მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ მეორის ტრიბუნალისა და სასამართლოების სამსახურის მეთაური, ალისონ დუნკანი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შტატების სააპელაციო სასამართლოს მეოთხე ოლქის უფროსი მოსამართლე, ჯაკომო ობერტო -  მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის  გენერალური მდივანი.

სესიაზე, რომელსაც უძღვებოდა ყაზახეთის უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე ჟაკიპ ასანოვი და გაიმართა ეგიდით ,,სტრატეგია და ინოვაციები სასამართლო რეფორმებში: რეგიონალური გამოცდილების გაცვლა“, წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: ახალი მიდგომები სასამართლო სისტემის რეფორმისადმი: თეორიები, მეთოდები და ინსტრუმენტები, დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას შორის ბალანსი საზოგადოების მოითხოვნებთან დაკავშირებით ობიექტურ და დაუბრკოლებელ სასამართლოზე.

ამ სესიის ფარგლებში ფორუმის წინაშე წარსდგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, რომელმაც ისაუბრა საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის მიღწევებსა და გამოწვევბზე. სესიის მომხსენებლებს შორის იყვნენ ბელორუსიის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვალერი კალინკოვიჩი, ყირგიზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდოარე გულბარა კალიევა, მოლდოვას რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იონ დრუცე, ტაჯიკეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შერმუხამად შოხეინი, უზბეკეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოზიმჯან კამილოვი და რუსეთის ფერაციის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის წევრი, უზენაესი სასამართლოს პლენუმის მდივანი ვიქტორ მომოტოვი. საქართველოს უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გამოსვლას დიდი დაინტერესება მოჰყვა ფორუმის მონაწილეთა მხრიდან.

მზია თოდუა თბილისში 19 სექტემბერს დაბრუნდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi