პარიზში უზენაესი სასამართლოების...

s

პარიზში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენცია დასრულდა

გამოქვეყნებულია: 16/09/2019

2019 წლის 12-13 სექტემბერს, პარიზში, საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს ეგიდით, გაიმართა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა  უმაღლესი დონის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიაში (CEPEJ) საქართველოს წარმომადგენელი ნინო ბაქაქური.

კონფერენცია გახსნა საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს პირველმა პრეზიდენტმა  ანტალ არენსმა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საკასაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა, საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტმა,  სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამი პარალელური სესია: სასამართლოს წინაშე სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების, ეროვნული სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ურთიერთობის, გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი და ოჯხური ცხოვრების უფლების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით.

კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ელისეს სასახლეში უმასპინძლა საფრანგეთის პრეზიდენმა ემანულ მაკრონმა.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. კონფერენციამ მუშაობა 13 სექტემბერს დაასრულა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi