უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების...

u

უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია: 05/09/2019

5 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა.

მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა, რომელიც დაფუძნდა  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასამართლოს მხარდაჭერის პროექტების ძალისხმევითა და მხარდაჭერით, 21-25 ივლისს კახეთში სასტუმრო ,,ამბასადორი კაჭრეთში“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოთა მოხელეები,  მოსამართლის თანაშემწეები, მწერალი თანაშემწეები და ანალიტიკური რგოლების წარმომადგენლები, სულ 29 მსმენელი, მათ შორის 5 სტუდენტი - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებიდან.

ზაფხულის სკოლის მსმენელებს მიესალმენ და წარმატებული სამომავლო კარიერა უსურვეს  ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა  ავსტრიელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ივონ გოგოლიმ, USAID/PROLOG-ის წარმომადგენელმა ბრაიან ლედუკმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ ზურაბ აზნაურაშვილმა. ღონისძიების მონაწილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისა და კონკრეტულად მართლმსაჯულების ზამთრისა და ზაფხულის სკოლების პროექტის ამოქმედებისათვის, რომელთა ფუნქციონირებასაც განსაკუთრებული როლი ენიჭება სასამართლოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომავალ მოსამართლეთა პროფესიული პრაქტიკის მიღების თვალსაზრისით. ,,სკოლის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობისათვის, რადგან პროფესიონალიზმის, სწორი მიგნებების, მოხელეთა სწრაფი კონცენტრაციის და ორაგიზებულობის გარეშე არ არსებობს გამართული პერსონალის მუშაობა და კომპეტენტური სასამართლო გადაწყვეტილებები. სასამართლოს მოხელეთა გადამზადების პროგრამა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში. ამ სკოლის მეშვეობით მსმენელები უახლოვდებიან თავიანთ მომავალ სამოსამართლო საქმიანობას, მათ შიგნიდან ეცოდინებათ თუ რა ხდება სასამართლოში, როგორ უნდა იმუშაოს მოსამართლემ, როგორ დახარჯოს თავისი ენერგია, რომ იყოს წარმატებული თავის საქმიანობაში. ძალზედ მოხარული ვარ, რომ ამ სკოლის მსმენელთა და გამარჯვებულთა  შორის  არიან უზენაესი სასამართლოს აპარატის წარმომადგენლები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოხელეთა დონე განუხრელად იზრდება. ”, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

ღონისძიების ბოლოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლის გამარჯვებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების ზამთრისა და ზაფხულის სკოლების კურსდამთავრებულებმა უკვე დააფუძნეს ასოციაცია, სადაც ყველა კურსდამთავრებულს ექნება საშუალება გაუზიაროს პროფესიული გამოცდილება და აზრი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით რეგიონებში დასაქმებულ სასამართლოთა მოხელეებს.

გამარჯვებულთა შორის არის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე ირაკლი ბერიშვილი, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ დაჯილდოვდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სასწავლო ვიზიტით, თამთა სეხნიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით ევროკავშირის სასამართლოში, ლუქსემბურში გაივლის სასწავლო კურსს, ევგენი რუხაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი - USAID/PROLOG-ის მიერ დაჯილდოვდა მოსამართლეებისათვის განკუთვნილი ინგლისური ენის კურსით, გიორგი შამათავასა და თამთა გაბრიაძეს პრიზი გადასცა იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, რაც ითვალისწინებს სკოლის კომერციული ფასიანის კურსის უფასოდ გავლას.. უზენაესი სასამართლოდან ზაფხულის სკოლაში ასევე მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თანაშემწე შორენა მჭედლიშვილი და მწერალი თანაშემწე მარიამ მითაიშვილი, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მწერალი თანაშემწე ხვარამზე ცერცვაძე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi