ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ...

s

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული უახლეს გადაწყვეტილებები

გამოქვეყნებულია: 03/09/2019

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული უახლესი გადაწყვეტილებების მოკლე  სამართლებრივი შეჯამებები. კერძოდ: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ დასვანიძე საქართველოს წინააღმდეგ.

·  ვაზაგაშვილისა და შანავას საქმე ეხებოდა მომჩივანთა შვილის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევას სახელმწიფო მოხელეების მხრიდან და ამ ფაქტის არაეფექტურ გამოძიებას. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის, როგორც პროცედურული, ასევე მატერიალური ნაწილის დარღვევა დაადგინა.

·  გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და შემდგომ, აღნიშნულის არაეფექტური გამოძიების საფუძველზე კონვენციისმე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა.

·  სვანიძის საქმე ეხებოდა სათადარიგო მოსამართლის მიერ ბრალდებულის მსჯავრდებას იმ პირობებში, როდესაც ის არ დასწრებია და მონაწილეობა არ მიუღია ექსპერტისა და მოწმეთა დაკითხვაში. აღნიშნულ საქმეში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს არაპროპორციულად შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება და შედეგად, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღევა დაადგინა.

ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ

გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ

სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ

მოცემულ პრეს-რელიზს თან ერთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ შესრულებული სრული გადაწყვეტილების თარგმანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე - შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდის მოცემულ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/document/view/4628665?publication=0

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi