დოქტორი ალბინ ეზერი უზენაეს სასამართლოს ეწვია

m

დოქტორი ალბინ ეზერი უზენაეს სასამართლოს ეწვია

გამოქვეყნებულია: 18/07/2019

18 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასმართლოს გერმანელი პროფესორი, იუგოსლავიის ტრიბუნალის ყოფილი მოსამართლე, ფრაიბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი  ალბინ ეზერი ეწვია, რომელიც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება საქართველოში.

ღონისძიება გაიმართა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პროკურატურის, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების წარმომადგენლები. ღონისძიების თემა გახლდათ ,,შეჯიბრებითობა“, ,,ინკვიზიციურიბის“ წინააღმდეგ, ოპტიმალური საპროცესო სტრუქტურის ძიება. მოხსენებები შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შეჯიბრებითობის პროცესის მოდელი, ინკვიზიციური პროცესის მოდელი, კრიტიკული შედარება, პროცესის მონაწილეთა როლები, მოსამართლე, განსასჯელი, მსხვერპლი, პროცესის ეფექტურობა, ჭეშმარიტების დადგენა, სტრუქტურული რეფორმა.  მონაწილეებს მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს ღონისძიებაში ჩართულობისთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) წარმომადგენლებს და ხელმძღვანელობას, ვისთან ნაყოფიერი თანამშრომლობაც მრავალ წელს ითვლის და გამოირჩევა განსაკუთრებული ეფექტიანობით. მოსამართლე მზია თოდუამ ხაზი გაუსვა წარმოდგენილი მოხსენებების თემათა მნიშვნელობასა და აქტუალობას, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული მართლმსაჯულების წინსვლისთვის და მოსამართლეთა პროფესიული სრულყოფისთვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi