გამოხატვის თავისუფლებას საერთაშორისო ფორუმი...

q

გამოხატვის თავისუფლებას საერთაშორისო ფორუმი მიეძღვნა

გამოქვეყნებულია: 10/07/2019

5 ივლისს სასტუმრო ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საერთაშორისო ფორუმი გაიმრთა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას და სამოსამართლო ეთიკას მიეძღვნა. საერთაშორისო ფორუმი ევროკავშირის სასამართლო რეფორმის, ევროპის საბჭოსა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსUSAID/PROLOG სასამართლოს მხარდაჭერის პროექტების ერთობლივი  ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შმსრულებელმა მზია თოდუამ, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ეთევან ცინცაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მოქაუტაძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა რენატე ვინტერმა და USAID/PROLOG-ის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ განაცხადა, მიმდინარე ღონისძიება - საერთაშორისო ფორუმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, რადგან სასამართლოს დღეს აქვს ბევრი პრობლება, იმ დროს როდესაც მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, როგორ უნდა მოვახერხოთ გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვა, რადგან თუ არ არსებობს ნდობა სასამართლოსადმი არ არსებობს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მზია თოდუამ დიდი მადლობა გადაუხადა სასამართლო რეფორმის მხარდამჭერ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომელთა უდიდესი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრესული ცვლილებები ქართულ მართლმსაჯულებაში. თემაზე დისციპლინური სამართალწარმოების რეფორმა და გამოწვევები, გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა - ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო და ქვეყნის სპეციფიკური გამოცდილება ისაუბრეს  დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტმა მოსამართლე დურო მატეუს კარდოსომ, USAID/PROLOG-ის ექსპერტმა, ვინსენტ ბრედფორდის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა ჯეიმს მოლიტერნომ, თბილისის სააპელაციო ასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიამ. სესიას მოდერაციას უწევდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოხსენებები, რომელიც სოციალურ მედიასა და სამოსამართლო ეთიკას: ზოგად სამართლებრივ ჩარჩოსა და ქვეყნის სეპციფიკურ გამოცდილებას მიეძღვნა. ამ სესიის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს ევროპის საბჭოს ექსპერტმა მირიანა ვისენტინიმ, CCJE-ის წევრმა და მომხსენებელმა გენდერულ საკითხებზე მოსამართლე მირიანა პოპოვიჩმა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტმა, მოსამართლე დურო მატეუს კარდოსომ, ბრადფორდის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა ჯეიმს მოლიტერნომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მესხიშვილმა. მეტად საინტერესოდ წარიმართა  პანელის მუშაობა, რომელსაც მოდერაციას უწევდა მოსამართლე რენატე ვინტერი თემაზე: რეკომენდაციების/სახელმძღვანელოების შემუშავების თავისებურებები თემაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სოციალური მედიის გამოყენება მოსამართლის მიერ. საერთაშორისო ფორუმმა მუშაობა 6 ივლისსაც გააგრძელა, სადაც სამუშაო დღის უმეტესი ნაწილი რეკომენდაციების შემუშავებას მიეძღვნა. მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო სტანდარტები ქართული კონტექსტის გათვალისწინებით და შეთანხმდნენ საქართველოსთვის რელევანტური რეგულაციის სამუშაო ვერსიაზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi