სასამართლო მედიაციის თემასთან დაკავშირებით...

mediaciis tema

სასამართლო მედიაციის თემასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია: 08/05/2012

2012 წლის 7 მაისს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლას, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა და USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტს შორის სასამართლო მედიაციის თემასთან დაკავშირებით და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ხელი მოეწერა მემორანდუმს.
მემორანდუმის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნება და განხორციელდება სასამართლო მედიაციის საპილოტე პროექტი. სასწავლო კურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობისათვის შეირჩევა კანდიდატთა გარკვეული რაოდენობა. კანდიდატების შერჩევა მოხდება საჯარო კონკურსის გზით. კონკურსში მონაწილების მიღების უფლება ექნებათ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან ზოგად ტრენინგს მედიაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. შეფასების საფუძველზე კანდიდატთა გარკვეული ნაწილი გააგრძელებს სწავლას მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კანდიდატებს ჩაუტარდებათ სემინარები მედიატორისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ასამაღლებლად.

ტრენინგის მეორე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეები ჩაერთვებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს საპილოტე პროექტში და წარმართავენ სასამართლოს მიერ გადაცემული საქმეების მედიაციას.

სასატუმრო “თბილისი მერიოტში” გამართულ ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სასამართლო მედიაციის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები, კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადდა და წარმოდგენილი 15-მდე ნაშრომიდან ჟიურიმ სამი საუკეთესო შეარჩია.
გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი პრიზები გადაეცათ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi