უზენაესმა სასამართლომ ,,კარიერის დაგეგმვის...

d

უზენაესმა სასამართლომ ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრის“ ჯილდო მიიღო

გამოქვეყნებულია: 07/06/2019

31 მაისს ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრის“ მიერ გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ VI-ის  სახელობის კორპუსში გაიმართა და ეძღვნებოდა ,,პროფესიული ორიენტაციის დარგში მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ პარტნიორი ორგანიზაციების დაჯილდოებას, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 18 დაწესებულებას შორის საპატიო პრიზი მიიღო.

,,კარიერის დაგეგმვის ცენტრი“ ერთი წელია ეხმარება ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევაში, ხელს უწყობს მათი ცნობიერების დონის ამაღლებას პროფესიასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული, შრომითი უნარ-ჩვევევის ჩამოყალიბებას და განვითარებას. სწორედ ამ მიზნით ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და  კერძო დაწესებულებებთან. სწორედ უზენაესი სასამართლო იყო იმ გამორჩეულ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რომელმაც სრულად გაიზიარა სოციალური პასუხილსმგებლობის საკითხი - მომავალ თაობის განვითარებაზე ზრუნვა და გვერდით დაუდგა ახალგაზრდებს ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრმა“ უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით ერთობლივად ჩაატარა ლექციები მომავალი იურისტებისათვის. ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა ერთი დღე გაეტარებინათ სასამართლოში, რათა ენახათ პროფესიონალების სამუშაო გარემო და კიდევ უფრო დაახლოვებოდნენ საკუთარ მიზანს, უკეთ გაცნობოდნენ მართლმსაჯულების განხორციელების კერას. უზენაეს სასამართლოსთან ერთად ,,პროფესიული ორიენტაციის დარგში მომავალი თაობის განვითარებაში შეტანი;ლი წვლილისათვის“ დაჯილდოვნდნენ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ,,თიბისი ბანკი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ,,ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ და სხვა ორგანიზაციები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi