ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ...

d

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად მიიღო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევის თაობაზე

გამოქვეყნებულია: 31/05/2019

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით 2014 წლის საქმეზე, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს  ეხებოდა. კერძოდ, 2019 წლის 29 მაისს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე ილგარ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ[1]დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა ვერ უზრუნველყო კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, დამორჩილებოდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურები დაიწყო იმის გამო, რომ ხელისუფლების ორგანოები უარს აცხადებდნენ ბ-ნი მამადოვის უპირობოდ გათავისუფლებაზე, მას შემდეგ რაც 2014 წელს ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. კომიტეტმა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიემართა შემდეგი საკითხით: შეასრულა თუ არა აზერბაიჯანმა კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკისრებული ვალდებულება, დამორჩილებოდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, უფრო კონკრეტულად კი გადაწყვეტილებას მამადოვის პირველ საქმეზე?

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გადაწყვეტილების აღსასრულებლად არ გადადგა სათანადო ნაბიჯები, რის გამოც ის არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და გადაწყვეტილების დასკვნებისა და სულისკვეთების შესაბამისად. ამრიგად, წინამდებარე საქმეზე კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა დადგინდა.



[1] Ilgar Mammadov v. Azerbaijan, №15172/13, 2014 წლის 22 მაისი.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi