მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა ნორვეგიელი...

f

მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა ნორვეგიელი კოლეგას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 27/05/2019

24 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის NORLAG-ის წარმომადგენელს, მოსამართლე მარიტ ჰოლანდს უმასპინძლა. ნოევეგიელი კოლეგის ვიზიტის მიზანია სპეციალური ანგარიშის მომზადება NORLAG-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და მათი შედეგების შესახებ.

მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა აღნიშნა, რომ ნორვეგიის მრჩეველთა მისიის როლი საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებულია, ვინაიდან NORLAG-თან თანამშრომლობის შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მაგალითად, სასჯელის ერთ-ერთი სახე - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, რომელიც დღეს მართლმსაჯულების სისტემაში ესოდენ ეფექტურად გამოიყენება, ათწლეულების განმავლობაში უმოქმედო იყო და სწორედ ქართველი მოსამართლეების ნორვეგიელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად ჯერ კიდევ 2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გააქტიურდა, როგორც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული ფორმა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ NORLAG - ის მხარდაჭერით შეიქმნა თბილისის საქალაქო სასმართლოს ვებ-გვერდი, ასევე უზენაესი სასამართლოს საძიებო სისტემა, სადაც შესაძლებელია ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოძიება.  

ხაზი გაესვა ე,წ, ,,ბენჩ-ბარის“ პროექტის განხორციელებას, რაც  ითვალისწინებს მოსამართლეთა და ადვოკატთა ერთობლივი პროფესიული შეხვედრების ორგანიზებას და რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი. 

საუბარი ასევე შეეხო, გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტრენინგებისა და სემინარების კურსს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მართლმსაჯულების განვითარების საქმეში.

მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა აღნიშნა, რომ NORLAG-ის მისიის საქმიანობა  საქართველოში იყო უაღრესად ნაყოფიერი და ქართველ კოლეგებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი გაგრძელდა სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობასთან, კერძოდ, წარმატებებსა და გამოწვევებთან და ასევე სასამართლოს გადატვირთულობისა და მოსამართლეთა შერჩევის ახალ წესთან დაკავშირებით. 

შეხვედრის დასასრულს გიორგი შავლიაშვილმა და მარიტ ჰოლანდმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi