მზია თოდუა ფრანკ ჰუპფელდს შეხვდა

g

მზია თოდუა ფრანკ ჰუპფელდს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 27/05/2019

24 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ მიიღო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ხელმძღვანელი ფრანკ ჰუპფელდი, რომელიც სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება.

როგორც მზია თოდუამ აღნიშნა, გერმანული საერთაშორისო ფონდები და დონორი ორგანიზაციები ძალზედ აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერასა და განვითარების პროცესში ჯერ კიდევ სასამართლო რეფორმის დაწყებიდან, რომელიც პოსტაბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ უპირველეს რეფორმას წარმოადგენს.  მან მადლიერებით მოიხსენია ყველა ის უცხოელი კოლეგა, რომლებიც ქართველ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად თავდაუზოგავად იღწვოდა რეფორმის წარმატებული შედეგებისთვის.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დოქტორ ფრანკ ჰუპფელდს იმ გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც დგას დღეს სასამართლო სისტემა და რა იქნება ის კონკრეტული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც გერმანული ფონდის მხარდაჭერით შესაძლოა მნიშვნელოვნად დაეხმარონ მათ ამ პრობლემების მოგვარებაში, კეძოდ ითქვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალისხმევის მიმართვა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის ამაღლებისა და მათი ანგარიშვალდებულების გაძლიერებისაკენ. ასევე აღინიშნა, რომ მეტად მნიშვნელოვანია ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელება და ურთიერთობა. მზია თოდუამ ასევე გაუსვა ხაზი, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გავლენის გამოყენებას ქვედა ინსტანციების სასამართლოებში, რაც სტაბილურობის პირობებს აძლერებს, ასევე ყურადღება დაეთმო  განაჩენების დასაბუთების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, IRZ-ის მოწვევითა და მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში თბილისს ეწვევა გერმანელი პროფესორი ალბინ  ეზერი, რომელიც გამართავს მრგვალ მაგიდას ,,ადვერსალური და ინკვიზიციური პროცესის შედარებითი ანალიზი სისხლის სამართლის პროცესში“. მრგვალი მაგიდის ფომატში მონაწილეობას მიიღებენ მოსამართლეები, აკადემიური წრეების და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi